ირაკლი ჭეიშვილი: არ მეგულება ადამიანი, ვისაც კითხვის ნიშანი ექნება ბაჩო ახალაიას საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით

„მე არ მეგულება ადამიანი, ვისაც კითხვის ნიშანი ექნება ბაჩო ახალაიას საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახალაიამ ფაქტობრივად, თავისივე ჩართვაში აღიარა თანამონაწილეობა.

„კონკრეტულად რაც შეეხება მის განცხადებას, ფაქტობრივად, თავისივე ჩართვაში აღიარა თანამონაწილეობა. ზოგადად, შნო უნდა მაგას, რომ თავის თავზე აიღო ის, რასაც ჩადიხარ. ახლა აბრალებს ბურჭულაძესა და მის თანამონაწილეს, თურმე, ისინი მართავდნენ ამ პროცესებს. ანუ, მათ ხელი დაადო. ახალაიამ ორივეს ხელი დაადო, რომ ისინი იყვნენ ამ ყველაფრის უკან და რატომღაც ამ ყველაფერში თავად არ მონაწილეობდა. ესენი არიან ხელისუფლების ხელში ჩაგდების წყურვილით შეპყრობილი ადამიანები. აქედან გამომდინარე, 4 ოქტომბრის აქციაც თავიდან ბოლომდე მათი შესრულებულია. რა თქმა უნდა, აქტორები ჰყავდათ სხვა. ეს არის გარე ძალები, რომელთა გეგმას ასრულებდნენ ესენი. [პროცესს] ბაჩო ახალაია ვერ გაემიჯნება. მე არც პროკურორი ვარ და არც მოსამართლე. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები