რიმა ბერაძე – ლილუაშვილის დაკავებაზე: ყველა თანამდებობის პირმა უნდა აგოს პასუხი, რადგან ბიუჯეტის თანხები, რომელიც უნდა მოხმარდეს საქართველოს მოსახლეობას, არ შეიძლება პირადი ინტერესებისთვის იქნეს გამოყენებული
„ყველა თანამდებობის პირმა უნდა აგოს პასუხი, რადგან ბიუჯეტის თანხები, რომელიც უნდა მოხმარდეს საქართველოს მოსახლეობას, არ შეიძლება პირადი ინტერესებისთვის იქნეს გამოყენებული,“- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“როცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკაში ხელმეორედ დაბრუნდა და როცა ხვდებოდა ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, მან ძალიან ხმამაღლა განაცხადა, რომ იწყებდა ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, ეს იქნებოდა ჩვენი გუნდის წევრი თუ არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, ყველა თანამდებობის პირმა უნდა აგოს პასუხი, რადგან ბიუჯეტის თანხები, რომელიც უნდა მოხმარდეს საქართველოს მოსახლეობას, არ შეიძლება პირადი ინტერესებისთვის იქნეს გამოყენებული,” – განაცხადა რიმა ბერაძემ.