თენგიზ შარმანაშვილი – ლილუაშვილის დაკავებაზე: ეს არის იმ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რომ კორუფცია მინიმუმამდე იყოს დაყვანილი საქართველოში
“ეს არის იმ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რომ კორუფცია მინიმუმამდე იყოს დაყვანილი საქართველოში,“- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ ძალიან კარგად იცის ოპოზიციური მედიის დამფინანსებლების უკან რა ძალები დგანან უცხოეთში.”ეს არის იმ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რომ კორუფცია მინიმუმამდე იყოს დაყვანილი საქართველოში და ეს ბრძოლა გაგრძელდება და იქნება მუდმივი და, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება კამპანიური. გენერალურმა პროკურორმა ნათლად დაგვანახა, რა მიმართულებით მუშაობს გამოძიება.
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რადიკალური მედიის დამფინანსებლების უკან, რა ძალები დგანან უცხოეთში და იყო თუ არა მათთან დაკავშირებული ლილუაშვილის ქმედებები ან მასთან დაკავშირებული პირები, ამას გამოძიება დაადგენს,” – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.