ადა მარშანია: „ნაციონალურ მოძრაობას“ დავალებული აქვს ერევანში ე.წ. მაიდნის მოწყობა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ადა მარშანია ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ აღვირახსნილი ქმედებების აღკვეთა აკრძალული აქვთ. როგორც ადა მარშანია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, მისი ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერევანში ე.წ. მაიდნის მოწყობა აქვს დავალებული.
„ჩემი ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დავალებული აქვს ერევანში ე.წ. მაიდნის მოწყობა. სააკაშვილმა უკრაინიდან ბაქოში გადაინაცვლა და იქიდან ცდილობს ერევანში სიტუაციის არევას. ყველაზე საგანგაშო კი ხელისუფლების რეაქცია გახლავთ. როდესაც სომხეთის სახელმწიფოს მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა საქართველოს ხელისუფლებას შესჩივლეს – საგანგაშო ინფორმაციებია სააკაშვილის ქმედებებთან დაკავშირებითო, ხელისუფლებამ უპასუხა – ჩვენ ვერაფერს ვუშველით ამ სიტუაციას, უძლურნი ვართო, როგორც ჩანს, აკრძალული აქვთ, „ნაციონალური მოძრაობის” აღვირახსნილ ქმედებებს სათანადო პასუხი გასცენ“, – განაცხადა მარშანიამ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას და დასძინა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ერი ელოდება. „დროა, მათ პარპაშს ბოლო მოუღონ! „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური მოძრაობა, უნდა აიკრძალოს და გასამართლდეს! დიახ, „ნაციონალების“ გასამართლებას ერი ელოდებოდა! უნდა დააპატიმრონ ლიდერები. მით უმეტეს, რომ ზღვა მასალაა მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. ვგულისხმობ ბოკერიას, მაჭავარიანს, ბარამიძეს და ა.შ. გიორგი ბარამიძე ვიცე-სპიკერად რომ გვიზის დღე პარლამენტში, ეს ქართველი ხალხის დაცინვაა! კი, ბატონო, ახალი ხელისუფლება ჯოხებს არ გვირტყამს, მაგრამ არც საქმეს აკეთებს. ხელისუფლებაში მოსვლიდან 6 თვის თავზე ერთ-ერთ მინისტრს ვკითხე – არ აპირებთ პარლამენტის გადარჩევას, სირცხვილი არის ბარამიძეები და მაჭავარიანები რომ გიზით პარლამენტში-მეთქი? იცით, რა მიპასუხა? ადა, საერთოდ, რა არის მორალი და სამართალიო? ამ სიტყვების შემდეგ მასთან საუბრის გაგრძელების სურვილი აღარ მქონია“, – განაცხადა მარშანიამ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები