პეტრე მამრაძე: ივანიშვილმა შესარიგებლად ურეკში ჩასული მარგველაშვილი არ მიიღო
“მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის პეტრე მამრაძის განცხადებით პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილთან შერიგებას ეცადა. აღნიშნულის შესახებ მამრაძე „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
„ივანიშვილმა გულწრფელად გამოთქვა თავისი მოსაზრებები. მარგველაშვილი ივანიშვილთან შერიგებას ეცადა, კიდევაც ჩავიდა ურეკში მასთან შესახვედრად, მაგრამ ივანიშვილმა არ მიიღო. ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან ნაწყენი“, – აცხადებს მამრაძე.