“პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებდა, აუცილებლად, ამ სახელმწიფოთა გაერთიანებას კრახამდე მიიყვანს” – მათიკაშვილი

“პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებდა, აუცილებლად, ამ სახელმწიფოთა გაერთიანებას კრახამდე მიიყვანს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

როგორც დეპუტატი განმარტავს, ეს არის იდეოლოგიური, ღირებულებითი კრახი და ამის შესახებ შეერთებული შტატების განახლებულ სტრატეგიაში პირდაპირ იქნა მითითებული.

“არაერთგზის იყო აღნიშნული, როგორ შეერთებული შტატების, ასევე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან სწორედ ეს, ძალიან არასწორი და საკუთარი თავის დამაზიანებელი პოლიტიკური ქმედებები, რომელიც არის ევროკავშირის შიგნით. არ იღებენ კრიტიკას და, ბუნებრივია, იმიტომაც არ იღებენ, რომ მათ პრაქტიკულად მოუწევთ აღიარება ყველაფერი იმ მდარე, არასწორი და საკუთარი თავის დამანგრეველი პოლიტიკის, რომელსაც ბოლო პერიოდია აწარმოებენ”, – ამბობს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები