ირაკლი კობახიძე – მთლიანად გამჭვირვალე ხდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, ეს აისახება შესაბამის რეიტინგებში, გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშაოს საქართველოს მთავრობამ

მთლიანად გამჭვირვალე ხდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები. ბუნებრივია, ეს აისახება შესაბამის რეიტინგებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროპის ანტიკორუფციული კვლევის ცენტრის ანგარიშს ეხებოდა და რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია და ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას უსწრებს.

პრემიერის თქმით, გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამჭირვალედ იმუშაოს საქართველოს მთავრობამ.

„ეს არის იმ კონკრეტული ნაბიჯების შედეგი, რომელიც გადავდგით სხვადასხვა მიმართლებით, როდესაც საქმე ეხებოდა კორუფციასთან ბრძოლას. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, უკავშირდება სწორედ შესყიდვების გამჭვირვალობას. მთლიანად გამჭვირვალე ხდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები. ბუნებრივია, ეს აისახება შესაბამის რეიტინგებში. გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშაოს საქართველოს მთავრობამ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები