საკადრო-საორგანიზაციო დივერსია ქართულ არმიაში 2004 – 2012 წ.წ.
ჯარი – საზოგადოების სარკეა, საზოგადოება კი – ჯარის აკვანია.
ჯარი ნებისმიერი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ყველაზე საჩვენებელ და განსაკუთრებით სანიმუშო ნაწილს წარმოადგენს ყოველ ეპოქაში. ჯერ კიდევ 1910 წელს, გენერალ-ადიუტანტი ა. ნ. კუროპატკინი თავის ფუნდამენტურ ნაშრომში არმიაზე („რუსული ჯარის ამოცანები“) აღნიშნავდა, რომ საზოგადოების ყველა ნეგატიური თუ პოზიტიური მხარე, ყველა მისი ნაკლი და ღირსება შეთვისებული აქვს ქვეყნის ამ რთულ მექანიზმს.
ამ სტატიაში ჩვენ ნაწილობრივ ვუბრუნდებით წინამდებარე მასალას („დასავლეთობანას თამაში, ანუ ვერშემდგარი სახელმწიფოების ჩრდილი“: http://gcssi.org/wp2/?p=1056&lang=RU ) პროფესიული კადრების შექმნისა და აღზრდის, მათი ძალზედ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობითობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე ადამიანების აღზრდის შესახებ. ასეთი ადამიანების გარეშე წარმოუდგენელია ისეთი სტრუქტურა, როგორიც არის არმია – ამ ადამიანებს თავისი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გამძაფრებული შეგრძნება, მოვალეობისა და პატრიოტიზმის აღქმა გააჩნია. ასეთი ადამიანების კასტა, როგორც წესი, წლობითა და ათწლეულობით ყალიბდება. აქ განსაკუთრებულ როლს თამაშობს კორპორატიული ერთობა, რომელიც ღირსების დაუწერელი კანონებით, სამხედრო ეთიკითა და სამხედრო ეტიკეტით არის შეკრული. ამ კასტაში ზემოთხსენებული კრიტურიუმების რეგულატორად ოფიცრული ღირსების კოდექსი და სამართალი გვევლინება.
ამ ყოველივეს ჩასახვისათვის (ჩვენს შემთხვევაში კი – აღორძინებისთვის, როგორც ეს იყო საქართველოში 1921 წლამდე) საზოგადოებამ, სახელმწიფომ და თვითონ არსებულმა სამხედრო კორპორაციამ უნდა შექმნან პირობები და წანამძღვრები ორგანიზებული, დისციპლინირებული, განათლებული, დეპოლიტიზირებული ადამიანების კასტის აღორძინებისათვის, რომლებიც რწმენით, სიმართლითა და ღირსებით ემსახურებიან მამულს.
ამ ყველაფრისთვის, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში კადრების სამჭედლოებია შექმნილი, – სხვადასხვა დონის სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები (კადეტთა კორპუსებიდან დაწყებული უმაღლესი საოფიცრო კოლეჯებითა და აკადემიებით დამთავრებული), ახალგაზრდული სამხედრო-სპორტული ორგანიზაციები, რომლებიც საუკეთესო პრედენტენტებს ირჩევენ ახალგაზრდა სამხედრო კადრებისათვის მომდევნო საფეხურეობრივი აღზრდისათვის (გაათლებისთვის). შემდეგ ხდება ოფიცრების თანდათანობით, რანგების მიხედვით (გამოცდილებისა და ცოდნის შეძენასთან ერთად) დაწინაურება. ამიტომ დასავლეთის არმიებში (მშვიდობიან დროს) თქვენ უბრალოდ ვერ ნახავთ 40-45 წელზე ახალგაზრდა პოლკოვნიკს.
ყოველივე ამ ზემოთჩამოთვლილი პირობებისა და ნორმების დაცვის გარეშე მოქმედუნარიანი, თვითკმარი, ბრძოლისუნარიანი საკადრო არმიის შექმნა, განხორციელება და გაფორმება შეუძლებელია. თუკი მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში მოწვეული და აკრედიტირებული სამხედრო მრჩევლების, ინსტრუქტორებისა და სამხედრო ატაშეების (ამ სფეროში დიდი გამოცდოლებისა და ცოდნის მქონე) საკამაოდ დიდი რაოდენობა მთელი ძალებითა და არსებული საშუალებებით ცდილობენ ამ პირობებისა და ნორმების დანერგვას, საქმეზე კი ყველაფერი პირიქით ხდება, მაშინ ამ მოვლენას ცალსახად შიდასახელმწიფოებრივი საკადრო-საორგანიზაციო დივერსია და საბოტაჟი ჰქვია.
ამ საკითხთან დაკავირებით რამოდენიმე ასპექტი განვიხილოთ. 2004 წლიდან ქართული არმია, ისევე როგორც სახელმწიფო, ცხადად და საბოლოოდ იცვლის ვექტორს დასავლური განვითარების მიმართულებისკენ. იწყება ნატოსთან აქტიური კონტაქტების დამყარება და დაახლოება, არმიაში სამუშაოდ მოიწვევიან (მრჩევლების, ინსტრუქტორებისა და პედაგოგების სახით) მთელი რიგი ნატოს ოფიცრები, რომელთაც უმაღლესი სპეციალური განათლება და საერთაშორისო სამხედრო ოპერაციების გამოცდილება გააჩნია. იწყება სამხედრო უწყებისა, საშუალო და ქვედა ეშელონების დასავლური მოდელით რეორგანიზაცია და რესტრუქტურიზაცია. მაგრამ ამავდროულად, სასურველი და მიღწევადი სტაბილურობის ნაცვლად იწყება (და ვერაფრით ვერ სრულდებია უკვე რვა წლის განმავლობაში) კადრების ცვლა უწყებებში ხშირი გადანაცვლებებით, ან როგორც წესი, თავდაცვის სფეროდან ოფიცრების წასვლა. ეს უკანასკნელი ეხება ოფიცრებს, რომლებსაც მომზადების დასავლური სკოლა აქვთ გავლილი, ან უკრაინისა და ნატოს ქვეყნების ევროპულ სასწავლო დაწესებულებებში გაიარეს გადამზადება, ასევე იმ ოფიცრებს, რომლებსაც სამხედრო გამოცდილება და სამხედრო სამსახურის მდიდარი ბაგაჟი გააჩნია.
ერთი-მეორეს მიყოლებით იცვლება თავდაცვის მინისტრები, რომლებიც სრულიად არ იცნობენ უწყების სამსახურს, მიზნებსა და ამოცანებს, მაგრამ თანამდებობებზე მოჰყავთ თავიანთი ადამიანები, რომლებსაც გაუგებარი პრინციპებით (და გაურკვეველი დამსახურებისთვის) ენიჭებოდათ რანგები – წოდებები. ძველი კადრების წარმომადგენლებს კი წასვლას აიძულებდნენ, ან უბრალოდ თანამდებობიდან ათავისუფლებდნენ. კადრების ასეთმა დინებამ, უპრინციპო და დაუფიქრებელი დანიშვნებით და ოფიცრების წოდების მინიჭებებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მთელი თავისი სტრუქტურებით შემთხვევით ადამიანების – რომლებიც თანამდეობებზე ბედისწერის, ახლო მეგობრებისა და ნათესავების წყალობით მოხვდნენ – პანოპტიკუმად აქცია. ისინი ერთგვარი სამხრეებიანი ბიუროკრატები (ჩინოვნიკები) იყვნენ. იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ეს პაგონიანი ჩინოვნიკები ბანკების მომსახურებითა და საბანკო კრედიტებით საკმაოდ წარმატებულად სარგებლობდნენ, შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ბანკები სახელმწიფოსთვის ამ ხალხის მართვის ძალზედ ხელსაყრელ ბერკეტად იქცნენ.
პოლიცია ნელა, მაგრამ თანდათანობით არმიის მოქმედ რეზერვად გადააქციეს, რაც ამ ორი სრულიად განსხვავებული ძალოვანი სტრუქტურის ამოსავალი კონცეფციიდან გამომდინარე სრული აბსურდია. თანდათანობით სამხედრო კადრებს პოლიციური კადრები ჩაენაცვლა. თავდაცვის უწყებაში, გარკვეულ თანამდებობებზე ტოვებდნენ, როგორც წესი, უინიციატივო, სუსტი ხასიათის მქონე ოფიცრებს, რომლებიც ელემენტარულ ტაქტიკაში ვერ ერკვეოდნენ, არ ავლენდნენ არავითარ ინტერესებს, არ გააჩნდათ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა და უმცროსი წოდებებისთვის პირადი მაგალითის მიცემის უნარი, მაგრამ იმ დროინდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კონიუნქტურას შეესაბამებოდნენ, ანუ პოლიტიკურად კეთილსაიმედონი იყვნენ.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გამოკითხვის ანკეტებში, რომლებსაც ქართველ უფროს ოფიცრებს (პოლკოვნიკებს – ვიცე-პოლკოვნიკებს) უცხოელი მრჩევლები ურიგებდნენ ცარიელი რჩებოდა გრაფა იმის შესახებ, თუ რომელი ოფიცრული რანგი რომელ სამხედრო კონტინგენტს (საბრძოლო ერთეულს) შეესაბამებოდა. ოფიციალური შეხვედრებისას სამხედრო ატაშეები და მრჩევლები ბრიგადების კომანდირებსა და მათი შტაბების უფროსებს ეკითხებოდნენ ნაწილის სამხედრო ამოცანის შესახებ, მაგრამ პასუხი არ იყო…
დასავლეთის სამხედრო სპეციალისტების რჩევებსა და ინსტრუქციებს ყურადღებით უსმენდნენ, მაგრამ ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ კეთდებოდა. როგორც ნატოს უფროსი და უმაღლესი ოფიცრები იმ პერიოდში აღიარებდნენ, – იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვამბობდით, ან ვწერდით, ერთ ყურში შედიოდა და მეორედან გადიოდა. ასეთ სიტუაციაში, რა მომზადებულ, სტაბილურ სამხედრო კადრებზე იქნებოდა საუბარი?
ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდებოდა, რომ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი – პრეზიდენტი მ. სააკაშვილი სამხედრო გადატრიალების პარანოიდალური შიშით იყო შეპყრობილი იმდენად, რომ საკუთარ ჯარსაც არ ენდობოდა. უმაღლესი ბრძანებულებით, აღლუმის წინ, ყველა სამხედრო მოსამსახურეს ავტომატური იარაღიდან ე. წ. „იგლებს“ ხსნიდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ რომ პრეზიდენტმა თვითონ დაიწყო (ან ამაში ზოგიერთი ძალოვანი მინისტრი ეხმარებოდა) ჯარში გადატრიალებების მომზადების თაობაზე ფაქტების შეთხზვა. მის მიერ დანიშნული თავდაცვის მინისრტები მალევე მის წინააღმდეგობაში გადადიოდნენ. უშიშროების საბჭოსთან არსებული პრეზიდენტის მთავარი სამხედრო მრჩევლები მისივე დანიშნულები იყვნენ, მაგრამ რატომღაც ის მათ ხუთი წუთითაც არ შეხვედრია.
ნატო-ს ერთ-ერთი უმაღლესი ოფიცერი შთაბეჭდილებას იზიარებდა: “ქართული ქცევის კულტურა ხშირად მოიაზრებს უპირობო შესრულებას ყველაფრის, რასაც უფროსი ეუბნება/უბრძანებს ქვეშემდომს. უფროსი წყვიტავს ყველაფერს და სხვებზე ფიქრობს. რა თქმა უნდა უფროსს ეს აწყობს, რომ თანამშრომელმა არ გამოიჩინოს არავითარი ინიციატივა, რათა არ დაუზიანოს მას კარიერა. უფროსის მიერ დანიშნული კი შიშით არის შეპყრობილი, რომ არ დაკარგოს მოპოვებული ადგილი და ზედმეტი ნაბიჯიც კი არ გადადგას. უფროსი მიდის და მიყავს მის მიერ დანიშნულები – არავითარი მემკვიდრეობა არ არსებობს. ეს საბჭოური/რუსული ცხოვრებისეული სტილია. მაგრამ ინიციატივა და თვითდაჯერებულობა ხშირად უნდა იყოს უფრო გავლენიანი და მტკიცე, ვიდრე უფროსი.”
მბრძანებლური ტონი, გადაწყვეტილებებისა და ბრძანებების უგნურობისა და ირაციონალურობის ფონზე, ტრადიციად იქცა თავდაცვის სამინისტროსა და ყველა ნაწილში. ზუსტად ასეთი ტონის ბრძანებებით მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და მისმა პროტეჟემ, გენერალური შტაბის მეთაურმა ლევან ნიკოლეიშვილმა (პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა სრულიად არასამხედრო პიროვნებამ) ფაქტიურად გააუქმეს სამხედრო აკადემია და კადეტთა კორპუსი (ამავე პერიოდში სხვა უწყებამ სახელმწიფო უშიშროების აკადემია გააუქმა), შემდეგ მათ მიერვე დაიხურა თბილისის ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი და ქვეყნის დედაქალაქი დარჩა ყოველგვარი სამხედრო-სამედიცინო დაწესებულების გარეშე (სამხედრო პოლიკლინიკის ჩათვლით).
დასავლეთის სამხედრო სპეციალისტების აღიარებით, ეს ორივე „სამხედრო ლიდერი“ კოლორიტულ ტანდემს წარმოადგენს, რომელიც პათოლოგიური მატყუარასა და სრული იდიოტისაგან შესდგება. შემდეგ, უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით, მათ უფრო რბილი – მატყუარა-მახინატორებისა და მანიპულატორი-ხაზინის მძარცველებისგან შემდგარი ტანდემები ცვლიდა.
დასავლური მოდელით მოწყობილი რეზერვის ფუნქცია და ორგანიზაცია თავის თავზე ეროვნულ გვარდიას უნდა აეღო, მაგრამ ესეც დიდ ფიქციად იქცა. ადმინისტრაციის მიერ ყოველგვარი გარჩევის გარეშე რეზერვში ძალით თავმოყრილი უნივერსიტეტების სტუდენტები ელემენტარულ სამწყობრო და სასროლო მომზადებასაც არ გადიოდნენ. გვარდიის სარდალი, რომელიც ამ საქმეს სერიოზულად მიუდგა, მალევე გაათავისუფლეს. რეზერვის შეკრებები ბუნებაში ახალგაზრდობის მხიარულ დროის ტარებად იქცა. ეროვნული გვარდიის ოფიცრები რეზერვის პირად შემადგენლობას არ ეცნობოდნენ და მათთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ამიტომ რეზერვი, სხვა ყველაფრის მსგავსად, ცარიელი და დამღუპველი შინაარსის ლამაზ ფორმად დარჩა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საომარ სიტუაციაში რეზერვისტები სამხედრო მოქმედებებისას ბედის ამარა, სამეთაურო რგოლის გარეშე დარჩნენ მიტოვებულები და იმავე რთულ დღეებში პრეზიდენტის მიერ მოღალატეებად გამოცხადდნენ.
პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის, ნებით დასავლეთში სამწუხაროდ ცნობილი ყმაწვილი გენერლები გაჩნდნენ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ სახმელეთო ჯარებს ხელმძღვანელობენ, შემდეგ კი გენერალური შტაბების უფროსებად გვევლინებიან. ამ „გენერლებს“ ჯერ კიდევ უფროს ოფიცრების რანგში დასავლეთის ქვეყნების უმაღლეს სამხედრო აკადემიებში აგზავნიდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მათ ეს აკადემიები ვერ დაამთავრეს საკმაოდ არასაპატიო მიზეზების გამო. მაგრამ ამ გარემოებას მათთვის არ შეუშლია ხელი, უმაღლესი მთავარსარდლის (ქვეყნის პრეზიდენტის) პროტექციით, სახელმწიფოში უმაღლესი სამხედრო თანამდებობები დაეკავათ.
არ არის გასაკვირი, როდესაც რუსეთ-საქართველოს 08. 08. 08 კონფლიქტისთვის ქართული არმია ისეთი ოფიცრული კადრებით იყო დაკომპლექტებული, რომ მათი „სარდლობა“ სამოქალაქო (არასამხედრო და არაძალოვანი სრტუქტურების) მინისტრებს და თბილისის მერსაც კი თავისუფლად შეეძლო. კონფლიქტის პერიოდში გენერალური შტაბის საიარაღო საცავიდან უცხოელი სამხედრო სპეციალისტების პირადი იარაღი სამუდამოდ „იკარგებოდა“!
ყველაფერი ზემოთქმული ერთადერთი რამის კონსტატაციას გვაიძულებს – 2004 – 2012 წლების მანძილზე ქვეყანაში საჯარისო შიდასახელმწიფოებრივი საკადრო-საორგანიზაციო მიზანმიმართული დივერსია ტარდებოდა. თუ ვინმე ამგვარ ფორმულირებას არ ეთანხმება, ვთავაზობ სხვა, საჯარისო ფორმულირებას – იდიოტი აჯდა ზურგზე იდიოტს და იდიოტს მართავდა…
წყარო: gcssi.org