სოფელ საციხურში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

default

,,სოფელ საციხურში დასრულდა მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია”,- ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დაიგო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და საფეხბურთო ბადეები, მოეწყო განათება, ხოლო სტადიონის გარე ფასადი სრულიად განახლდა.

,,ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, მიმდინარე წელს აშენდა სამი და რეაბილიტირდა ხუთი სპორტული მოედანი”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები