“ალეკო ელისაშვილი თავადაც აღიარებს, რომ ტერორისტული აქტი ჩაიდინა, დანარჩენს სასამართლო დაადგენს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ფაქტია, ალეკო ელისაშვილი თავად აღიარებს, რომ დაგეგმა, მოამზადა და ცივსისხლიანად განახორციელა ეს ტერორისტული აქტი, ასე, რომ ყველაფერი გასაგებია, გაუგებარია ის, რომ ვნახე „ლელოს“ განცხადება, რომ თითქოს ისინი გმობენ [ელისაშვილის ქმედებას], დაგმობა მაშინ უნდა ყოფილიყო, ვიღაცა ცუდ განცხადებას რომ რომ გააკეთებს, თორემ ადამიანმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი, რომელსაც აღიარებს და ახლა არის კითხვა მარტივი – აპირებს თუ არა „ლელო“ გარიცხოს ალეკო ელისაშვილი საკუთარი რიგებიდან, გვაინტერესებს, ტერორისტები უნდა ჰყავდეთ საკუთარ რიგებში?! “, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
მას ბრალად ედება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა.