„ბიბისის“ ერთ სიუჟეტზე მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რაც გამოჩნდა ამის შემდეგ, დავინახეთ სქემა, როგორ ორკესტრირდება ცრუ ნარატივების გავრცელება” – პაპუაშვილი
„ბიბისის“ ერთ სიუჟეტზე მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რაც გამოჩნდა ამის შემდეგ, დავინახეთ სქემა, როგორ ორკესტრირდება ცრუ ნარატივების გავრცელება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი „ბიბისის“ პუბლიკაციას გამოეხმაურა, რომელშიც წერია: “მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“.
„ვხედავთ, ერთი მხრივ გარე დავალებების მიმცემები და მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით აგენტები, როგორ ერთიანად, ორკესტრირებულად ამუშავდნენ ცრუ ნარატივის გასავრცელებლად. ეს საერთო ჯამში სასარგებლო პროცესიც არის, რადგან ბოლომდე იშიფირება ყველა – აგენტიც და მისთვის დავალებების მიმცემებიც. დღეს ეს დავინახეთ ზუსტად, სახელებით, გვარებით და სახეებით ვიხილეთ, ვინ არიან ისინი, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ. მეორე მხრივ, ამან ამან აჩვენა, რომ ეს არის ჰიბრიდული ტაქტიკები, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენება, მათ შორის ეს სიუჟეტი და სიყალბე სწორედ ამას ემსახურება. ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, რომლის იარაღად არის გამოყენებული ეს სიუჟეტი, თუმცა დამკვეთები და მათი მიზნები კარგად გამოჩნდა იმ გამოხმაურებებით და ვითარებით, რომელიც ვიხილეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საპასუხოდ, „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ „ბიბისის“ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.