კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მოქანდაკისა და გრაფიკოსის – რუსუდან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო
კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მოქანდაკისა და გრაფიკოსის – რუსუდან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო.
„მან როგორც შესანიშნავმა მოქანდაკემ და პედაგოგმა, თანამედროვე სახვითი ხელოვნების განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
სამძიმარს ვუცხადებთ ქალბატონი რუსუდანის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – წერია ინფორმაციაში.