ლევან ზალკალიანი სამტრედიაში ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ბახტაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიაში, ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი სკვერის სრულ განახლებას ითვალისწინებს.

“სამუშაოების ფარგლებში სრულად ჩანაცვლდება საფარი, დამონტაჟდება განათების სისტემა, მოეწყობა ახალი საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები და განახლდება გამწვანების ზონები.

“პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 1 197 047 ლარს შეადგენს, რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს თანამედროვე, კომფორტული რეკრეაციული სივრცე შეემატება,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები