ოთარ ჯანელიძის წიგნის – „გიორგი გვაზავას“ წარდგენა გაიმართება

21 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემის, ოთარ ჯანელიძის წიგნის –  „გიორგი გვაზავას“ წარდგენა გაიმართება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, წიგნი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსნის, საქართველოს ეროვნული საბჭოს, საქართველოს პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების დეპუტატის, გიორგი გვაზავას ცხოვრებასა და საქმიანობას ეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები