“არაფორმალური მმართველობა ახლა ევროპაშია მომძლავრებული და მათ უწევთ საქართველოში რევოლუციების დაგეგმვა და მართვა” – შალვა პაპუაშვილი

„ჩემი შეფასებით, მთავარი პრობლემა გარე დამკვეთებშია. ვნახეთ, რომ მნიშვნელოვანი გადანაცვლება მოხდა არაფორმალური მმართველობის სისტემის, რომელიც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში უფრო მომძლავრებული იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, ახლა ყველაფერი ზოგიერთი ევროპული ჯგუფის ზურგზე გადავიდა.

“არაფორმალური მმართველობა ახლა ევროპაშია მომძლავრებული და მათ უწევთ საქართველოში რევოლუციების დაგეგმვა და მართვა. რას ნიშნავს ევროპული სტილი „რეჟიმ ჩეინჯები“ ვნახეთ 4 ოქტომბერს. სინამდვილეში ეს არის, სადაც იმყოფებიან ის პოლიტიკური ჯგუფები ევროპაში, რომლებმაც ახლა ძალაუფლება იგრძნეს და ფიქრობენ, რომ სხვა ქვეყნებში „რეჟიმ ჩეინჯები“ და ხელისუფლებების გარედან შეცვლა მოაწყონ. არიან რეალობას აცდენილები, გამოუცდელი უცხოელი დამკვეთები, რომლებიც საბოლოო ჯამში ასეთ მარტივ შეცდომებს უშვებენ საქართველოსთან დაკავშირებით“, – განმარტავს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები