მაკა ბოჭორიშვილი – ოპოზიციაზე: სულ რომ მონახონ გზა, რომ გარკვეული ადამიანების წრე დასაჯონ და მათზე გავრცელდეს სავიზო მოთხოვნები, ის შედეგი არ იქნება მიღწეული, რაც მათ სურთ

სულ რომ მონახონ გზა, რომ გარკვეული ადამიანების წრე დასაჯონ და მათზე გავრცელდეს სავიზო მოთხოვნები, ის შედეგი არ იქნება მიღწეული, რაც მათ სურთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ მსგავსი გზა ადრეც მოძებნა, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის გაავრცელეს სავიზო მოთხოვნები.

„დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება არ გამოიწვევს ჩვენი საზოგადოების ისეთ აღელვებას, რომ ის შედეგი მიიღონ, რაც ოპოზიციას სჭირდება. ოპოზიციას ეს ყველაფერი იმისთვის სჭირდება, რომ როდესაც პოლიტიკურად გაკოტრებული ხარ და არ შეგწევს უნარი, რომ გარკვეული წარმატება მიიღო შენს საზოგადოებაში, მაშინ იყენებ სხვა ინსტრუმენტებს.

ამას იყენებენ ინსტრუმენტად, რომ გარკვეულად წარმატებას მიაღწიონ ამ საზოგადოებაში. ვერ მიაღწევენ, ეს ხომ უკვე ცხადია, რომ ეს იარაღი გაცვეთილია და არ გამოადგებათ. ეს ტყუილი არ მჯერა, რომ ისინი დადიან და ხალხზე ფიქრობენ. ბევრი გვინახავს მათი სიარული, გვინახავს მათი მოთხოვნები და არასდროს ყოფილა ეს ნაკარნახევი ან ხალხის ინტერესებიდან, ან ქვეყნის ინტერესებიდან. ერთადერთი ინტერესი, რაც მათ კარნახობდა, ეს იყო ნებისმიერი ფორმით, მათ შორის არაკანონიერი გზებითაც, ხელისუფლების ხელში ჩაგდება“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები