“საკონსტიტუციო სარჩელში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორიც „ნაცმოძრაობაა“, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს” – მაჭარაშვილი

“საკონსტიტუციო სარჩელში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა თვითმიზანი არ ყოფილა.

“ეს დაკვეთა ჯერ კიდევ 2012 წელს იყო. ექვსი თვე ვუყურებდით, საჯაროდ, რამდენმა ადამიანმა მოყვა ის უბედურება, რაც თავს გადახდათ. საკონსტიტუციო სარჩელში ისეთი მტკიცებულებებია, რაც ადასტურებს, რომ ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს. „ნაცმოძრაობამ“ თავად აიკრძალა ყველაფერი, მათ შორის პარლამენტში მუშაობა, არჩევნებში მონაწილეობა და ახლა ამბობს, არჩევნებში მონაწილეობას გვიკრძალავენო. სასამართლოში თუ მიდიან, ეს ნიშნავს, რომ ცივილური გზა აურჩევიათ. თავიანთი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას მიხვდნენ, რომ ქუჩის პროტესტს მათივე ამომრჩეველიც არ უჭერს მხარს. როგორც ჩანს, ახლა სხვა გზის ძიება დაიწყეს. აქამდე სასამართლო უსამართლო თუ იყო, ახლა „უსამართლო“ სასამართლოში სამართლის საპოვნელად თავად მიდიან? პარტიების აკრძალვა ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს. ქურდს ქუდი ეწვისო, სასამართლოში მიბრძანდნენ და ამტკიცონ, რომ სიმართლე არ არის მტკიცებულებები იმის შესახებ, რაც ხალხმა საკუთარ თავზე გადაიტანა,“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები