ლევან მახაშვილი – ევროპის საბჭოს მომხსენებლების მოწოდებაზე:  თუ რაიმე კრიტიკა აქვთ ჩვენს არგუმენტებთან დაკავშირებით, არგუმენტებზე შესაძლოა ვიდავოთ, მაგრამ გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვაზე და ამაზე კრიტიკა არის ყოვლად წარმოუდგენელი

„თუ რაიმე კრიტიკა აქვთ ჩვენს არგუმენტებთან დაკავშირებით, არგუმენტებზე შესაძლოა ვიდავოთ, მაგრამ გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვაზე და ამაზე კრიტიკა არის ყოვლად წარმოუდგენელი,“- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროპის საბჭოს მომხსენებლების მოწოდებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიები, უკვე უამრავი წელია გადაიქცნენ რადიკალურ ჯგუფებად, რა თქმა უნდა, ჩვენი უფლებაა, რომ დავიცვათ დემოკრატია.

“ჩვენ ბევრი არგუმენტი მოგვისმენია ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ის, რომ გვაკრიტიკებენ იმაზე, საერთოდ რატომ მივმართეთ სასამართლოს, ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, პოლიტიკურადაც კი ყოვლად წარმოუდგენელია. ეს არის ჩვენი ფუნდამენტური უფლება, როდესაც ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიები, უკვე უამრავი წელია გადაიქცნენ რადიკალურ ჯგუფებად, რა თქმა უნდა, ჩვენი უფლებაა, რომ დავიცვათ დემოკრატია, დემოკრატიამ დაიცვას თავისი თავი და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ვიდავოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. სხვა რა არჩევანია? მათ ქვეყნებში როგორ წყვეტენ ამ საკითხებს? პარტიებში უვარდებიან პოლიციური ძალებით და ასე შლიან პოლიტიკურ პარტიებს? რა თქმა უნდა, ერთადერთი, ცივილური, ევროპული გზა, ეს არის სამართლებრივი დავა და სწორედ ამ ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენ. თუ რაიმე კრიტიკა აქვთ ჩვენს არგუმენტებთან დაკავშირებით, არგუმენტებზე ვიდავოთ, მაგრამ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ სამართლებრივი გამოსავალი ვიპოვოთ ამ გზიდან, ამის გაკრიტიკება არის ყოვლად წარმოუდგენელი, პოლიტიკურადაც, სამართლებრივადაც და მორალურადაც”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის ბიუროს სხდომაზე განხილვის შემდეგ, თანამომხსენებლებმა ბერნდ ფორინგერმა და სტიუარტ დიკსონმა საქართველოს საკითხზე განცხადება გაავრცელეს.

ტექსტში წერია, რომ ისინი გმობენ გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები