“ანტიკონსტიტუციურ პარტიებს დღეს ოკუპირებული აქვთ ოპოზიციური ველი ქართულ პოლიტიკაში” – რატი იონათამიშვილი

“სამწუხაროდ, ამ ანტიკონსტიტუციურ პარტიებს დღეს ოკუპირებული აქვთ ოპოზიციური ველი ქართულ პოლიტიკაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილის აცხადებს.

ის ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების – „ხალხის ძალისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ ერთობლივ კონსტიტუციურ სარჩელს ეხმაურება, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის

„სამწუხაროდ, ამ ანტიკონსტიტუციურ პარტიებს დღეს ოკუპირებული აქვთ ოპოზიციური ველი ქართულ პოლიტიკაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ჯანსაღი დემოკრატიული პარტიები ოპოზიციაში არ არსებობენ და მთლიანი ეს დრო ეთმობა ძალადობისკენ, დამხობისკენ და იმისკენ მოწოდებისკენ, რასაც კონსტიტუციის 23-ე მუხლი კრძალავს. შესაბამისად, ეს პროცესი პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებისთვის სასარგებლო იქნება“, – ამბობს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები