ევროპარლამენტარი: ნათელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით ხდება ე.წ. ფერადი რევოლუციების მოწყობა, ეს ვიხილეთ უკრაინაში, იმავეს თვალს ვადევნებთ სერბეთში და განსაკუთრებით – საქართველოში
“ნათელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით ხდება ე.წ. ფერადი რევოლუციების მოწყობა, ეს ვიხილეთ უკრაინაში, იმავეს თვალს ვადევნებთ სერბეთში და განსაკუთრებით საქართველოში”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ ევროპარლამენტარმა, პარტია AFD-ის წევრმა, ტომაშ ფღულიშმა განუცხადა.
„პარტია AFD-ს აინტერესებს, თუ თბილისში ქაოსის მომწყობი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსდნენ გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ. ჩვენ არ გვსურს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, ჩვენი მიზანია საქართველოსთან კარგი დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობები, მივესალმები ევროპარლამენტში ფრაქცია „პატრიოტების“ მიერ ევროკავშირისა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მხილებას. წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებმა არც კი იციან თუ რა რაოდენობით თანხები იხარჯება უცხო სახელმწიფოთა შიდა პოლიტიკაში ჩარევისთვის“, – აღნიშნა ტომაშ ფღულიშმა.