პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1964 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებული ე.გ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის და ხელმძღვანელობის, საჯარო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ ტენდერზე უკანონო ზემოქმედების განხორციელებისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

“დაკავებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე ძებნა გამოცხადდებოდა.

სამართალდამცველებმა ე.გ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები