ლევან ნიკოლეიშვილი: დასავლეთში არიან ძალები, რომლებსაც ბოდიშიც არ მოუხდიათ იმის გამო, რომ შესაბამისი შეფასება არ მისცეს 4 ოქტომბრის ამბებს
“დასავლეთში არიან ძალები, რომლებსაც ბოდიშიც არ მოუხდიათ იმის გამო, რომ შესაბამისი შეფასება არ მისცეს 4 ოქტომბრის ამბებს, ვინაიდან მათ ეს ყველაფერი აწყობდათ,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ფიშერს მხარს უჭერენ სხვანაირად ეწვით კუდი, რომ ეს მათი დანიშნული და მხარდაჭერილი ადამიანია და მისი ქმედება არ არის მართებული.
„ჩვენ ვნახეთ გერმანიის თავხედი ელჩის მხარდამჭერი განცხადებები, ისევე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, მაგრამ ვნახეთ ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის შეკითხვები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩის თაობაზე და იმ ქმედებებზე რასაც ის საქართველოში სჩადის – ეს სერიოზული სიგნალია. იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ფიშერს მხარს უჭერენ სხვანაირად ეწვით კუდი, რომ ეს მათი დანიშნული და მათი მხარდაჭერილი ადამიანია და მისი ქმედება არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, მაგრამ ქცევა, რომლითაც ფიშერს მხარს უჭერენ არის არაადეკვატური, მიუღებელი საქართველო-გერმანიის ურთიერთობისათვის.
როგორ შეიძლება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები, ან ევროკავშირის სპიკერი ღიად უყურებდეს როგორ არღვევენ ღობეს, როგორ იჭრებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ამის შემდეგ არავითარ განცხადებას არ აკეთებდეს, რომ დაგმოს ასეთი ანტისახელმწიფოებრივი საქციელი ევროკავშირის კანდიდატობის ქვეყნის მიმართ. მან პირიქით, წააქეზა და მხარდაჭერა გამოუცხადა იმ ადამიანებს. ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი იმისათვის, რომ ევროკავშირი ნელ-ნელა კარგავს იმ ღირებულებებს, რაც მას ჰქონდა ადრე და რაც ჩვენ მოგვწონდა“, – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, შსს-მ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დააკავა. ჯამში დაკავებულია 62 ადამიანი.