ირაკლი კირცხალია თსუ-ს პროფესორის განცხადებაზე, რომ 4 ოქტომბერი უფრო დრამატულად რომ განვითარებულიყო და ყოფილიყო მსხვერპლი, მაშინ იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის, აცხადებს: კომენტარიც არ სჭირდება, ამის „გაპრავებასაც“ იკადრებენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია თსუ-ს პროფესორის მარინე ჩიტაშვილის შეფასებას გამოეხმაურა 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით.

კირცხალია სოციალურ ქსელში „ფორმულას“ გადაცემიდან აზიარებს ფრაგმენტს, სადაც მარინე ჩიტაშვილი ამბობს, რომ 4 ოქტომბერი უფრო დრამატულად რომ განვითარებულიყო და ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი და გასროლა, მაშინ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის. მისივე შეფასებით, „ეს 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ არარაციონალურად დაგეგმილი“.

„ყველაფერი თქვა! კომენტარიც არ სჭირდება! ამის „გაპრავებასაც“ იკადრებენ…“, – წერს კირცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები