დავით მათიკაშვილი: „ლელო“ როდესაც ამბობს, რომ მიიღო კონკრეტული რაოდენობის ხმა და აღიარებს ამას საზოგადოებისგან, ბუნებრივია ის აღიარებს იმასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გაცილებით მეტი ხმა
„ლელო“ როდესაც ამბობს, რომ მიიღო კონკრეტული რაოდენობის ხმა და აღიარებს ამას საზოგადოებისგან, ბუნებრივია ის აღიარებს იმასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გაცილებით მეტი ხმა”,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევს.
„მოუწევთ „ლელოს“ წარმომადგენლებსაც, სხვა რადიკალებსაც საბოლოო ჯამში თვალის გასწორება იმ რეალობაზე, რაც საქართველოშია და იმის აღიარება, რაც არჩევნებზე ქართველმა ხალხმა საკუთარი გადაწყვეტილებით გააკეთა. ეს არის ნდობა „ქართული ოცნებისადმი“ კვლავაც, 2012 წლიდან დღემდე“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.