რატი იონათამიშვილი კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებაზე: თბილისი ელოდებოდა ბოდიშს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი კაია კალასის და მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება.

„ცხადია თბილისი ელოდებოდა ბოდიშს, ვინაიდან ჩვენ გვახსოვს, რომ სულ რამდენიმე დღით ადრე მათმა პრესსპიკერმა პირდაპირ ძალადობის მოწოდების განცხადება გააკეთა. ფაქტი არის, რომ ეს უხეში ჩარევები სისტემატური იყო მათი მხრიდან. მითუმეტეს, როდესაც ძალადობაზე არის საუბარი და ჩვენ ვნახეთ, რომ ძალადობა რა თქმა უნდა მხოლოდ ერთი მხარისგან იყო, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუციაში ცდილობდნენ შეჭრას და რომ არა ჩვენი სამართალდამცავების მაღალი სტანდარტით მოქმედება, ფაქტობრივად დამხობისკენ მოწოდებები მათი მხრიდან იყო რეალური. აქედან გამომდინარე, დღესაც ერთადერთი რისი თქმის უფლებაც აქვთ მათ ქართველი ხალხისთვის არის ბოდიში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები