“იმ ხალხმა, ვინც ხალხს ატყუებდა, რომ რაღაც შეიძლება, მშვიდობიანად დაამხო დეკლარაციების წაკითხვით – პოლიტიკური შეცდომა დაუშვა” – რაქვიაშვილი
“ასეთი კლოუნადა მოაწყო, პლუს ადამიანები გასწირო, რადგან დაიჭერენ ასეთი ძალადობის შემდეგ, არაფერი პასუხი არ გაქვს, არ შეიმჩნიო, თქვა, რომ ყველა გმირები არიან და ვაგრძელებთ ბრძოლასო, როგორც მინიმუმ, ამორალურია”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც ის ამბობს, თავიდანვე, “ეს “მშვიდობიანი დამხობა” კლოუნადის ჟანრიდან იყო და მერე, სამწუხაროდ, ტრაგიკომედიად იქცა ეს ყველაფერი”.
“იმ ხალხმა, ვინც ამას მხარს უჭერდა, ვინც ხალხს ატყუებდა, რომ რაღაც შეიძლება, მშვიდობიანად დაამხო დეკლარაციების წაკითხვით – ისეთი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, რომ თუ მათ არ დაეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუ ქართველი ხალხი არ გაყრით მათ პოლიტიკური სცენიდან, მაღალია ალბათობა, რომ კიდევ დიდი ხანი არაფერი გვეშველება”, – აცხადებს რაქვიაშვილი.