“ოპოზიციას ცალკეული კოსმეტიკური ცვლილებები არ უშველის; მოსახლეობა ბევრად მომთხოვნი, მცოდნე და გააზრებულია” – მახაშვილი
“ოპოზიციას ცალკეული კოსმეტიკური ცვლილებები არ უშველის, რადგან ეს კოსმეტიკური ცვლილებები გასულ წლებში არაერთხელ ვნახეთ, როცა იცვლებოდა სახელები, ფორმები, ფერები”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, მოსახლეობა ბევრად მომთხოვნი, მცოდნე და გააზრებულია.
“მხოლოდ სახელის შეცვლა, ბანერის და პარტიის შეცვლა საკმარისი აღარ არის, ეს აღარ მუშაობს. მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რასაც მოსახლეობას ჰპირდები და რაც გიკეთებია. თუ არსებული სიტუაცია მათი პოლიტიკური დასასრული არ არის, დიდი პრობლემების წინაშე დადგნენ, მათ კოსმეტიკური ცვლილებები აღარ უშველით, თავიანთი დამოკიდებულება და შეხედულებები მკაფიოდ უნდა შეცვალონ, რადგან სხვა შემთხვევაში, 2028 წელი მოვა და იგივე შედეგი დადგება. თუ არა, “ქართული ოცნებისთვის” უფრო გაუმჯობესებული შედეგი“, – აცხადებს მახაშვილი.