შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დასრულდება სიძულვილი, ძალადობა, საქართველოს არეულობაში შეყვანის მცდელობა და ჩვენ სრულად, ხელისუფლების ყველა შტო, კონცენტრირებული ვიქნებით ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაზე

არჩევნების დასრულების შემდეგ პოლარიზაცია დარჩება იმ რადიკალების სახით, ეს იქნება მარგინალური რადიკალური ჯგუფი, რომელსაც ვფიქრობთ ჩვენ, რომ 4 ოქტომბრის შემდგომ მთლიანად საზოგადოებამ უნდა მოვახდინოთ ამ ყველაფრის, არ მივაქციოთ დემონსტრაციულად ყურადღება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მათ სურთ ყოველდღიურად საქართველო ამყოფონ მუდმივი დაძაბულობის პროცესში. ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ. 4 ოქტომბერს გამოვა ხალხი არჩევნებში. დაითვალონ რამდენი ასეულობით ათასი საქართველოს მოქალაქე გამოვა არჩევნებზე, იტყვის თავის სიტყვას. ითვალონ გინდა ქართულად, გინდა ინგლისურად, გინდათ გერმანულად. დათვალონ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გამოვლენ დემოკრატიულად, გამოავლენენ თავიანთ ნებას და გასცემენ ყველას პასუხს შიგნითაც და გარეთაც.

გასცემენ იმ ერთ წლიანი სამარცხვინო ქცევის გამო, რომელსაც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სჩადიოდა და უცხოელები, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის დაზიანებას.

4 ოქტომბერს დასრულდება სიძულვილი, ძალადობა, საქართველოს არეულობაში შეყვანის მცდელობა და ჩვენ სრულად, ხელისუფლების ყველა შტო, კონცენტრირებული ვიქნებით ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაზე და ჩვენი ორი მთავარი ეროვნული ამოცანის მიღწევაზე, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებასა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები