შალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარია ბერლინში ცხოვრობს, რა თანხით ცხოვრობს? იქიდან აფინანსებს ალბათ საარჩევნო კამპანიას, ამის თანხებიც ჰქონია

,,გიორგი გახარია ბერლინში ცხოვრობს, რა თანხით ცხოვრობს? იქიდან აფინანსებს ალბათ საარჩევნო კამპანიას, ამის თანხებიც ჰქონია. ასე, რომ აგვიხსნას მაშინ წარმომავლობა ამ თანხების”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც გიორგი გახარიას მიერ უძრავი ქონების სხვა პირებზე გადაფორმებას ეხებოდა.

პაპუაშვილის თქმით, გიორგი გახარიამ უნდა განმარტოს თანხების წარმომავლობა.

„შეგახსენებთ, რომ მე ამას წინათ ვიკითხე, ის, რომ გიორგი გახარია ბერლინში ცხოვრობს, რა თანხით ცხოვრობს და ვიეჭვე, რომ უცხოელები აფინანსებდნენ. მისმა თანაპარტიელმა თქვა, რომ არანაირი უცხოელები არ აფინანსებენ და თავის თავს თვითონ აფინანსებსო. როგორც ჩანს თვითონვე აღიარეს, რომ აქვს მას ის ქონება და შესაძლებლობა, რომ ბერლინში ფუფუნებაში ცხოვრობდეს. რაც შეეხება ამ საკითხებს, თუ კი რაიმე აქ მნიშვნელოვანი არის, შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდებიან, გამოიკვლევენ ამ საკითხს. ერთადერთი შედეგების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვიცი ახლა მაგის პარტიას ვინ აფინანსებს, ეჭვი მაქვს, რომ თავად აფინანსებს, ალბათ, ცხოვრობს საზღვარგარეთ, იქიდან აფინანსებს საარჩევნო კამპანიას, ამის თანხებიც ჰქონია. ასე, რომ აგვიხსნას მაშინ წარმომავლობა ამ თანხების“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები