დავით მათიკაშვილი: ახალგაზრდების საპროტესტო აქციებში ჩართვასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა სქემა გაშიფრულია

,,ახალგაზრდების საპროტესტო აქციებში ჩართვასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა სქემა გაშიფრულია”,- ამის შესახებ, ,,ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

ის, ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„გამოიყენება სხვადასხვა უნივერსიტეტი, გამოიყენებიან უცხოელი აქტორები, იმისთვის, რომ იგივე მეთოდები, რაც იყო სერბეთში და სხვა ქვეყნებში, სადაც „დიფ სთეითი“ აწყობდა დაძაბულობის კერებს და რევოლუციებს, რაც გლობალურ ძალებს სჭირდებოდა, გადმოიტანონ საქართველოში. გაფრთხილდნენ ახალგაზრდები, გაფრთხილდნენ მათი მშობლები – არ გახდნენ ბრმა იარაღი ისეთი ძალების ხელში, ვისაც საქართველოს წარმატება და ჩვენი ქვეყნის წინსვლა არ სურთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები