ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი გახარიაზე: ალბათ, ამ საკითხს სპეციალური გამოკვლევა დასჭირდება და ამის შემდეგ შეიძლება უფრო კონკრეტული პასუხის გაცემა, იყო თუ არა “შავი ჭირის” დროს გამდიდრების ფაქტი
,,ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით “კურიერი P.S.-ის” ინფორმაციას გამოეხმაურა.
“ზოგადად, არის ასეთი რამ, რომ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში, პანდემიის დროს, ბევრმა ჩინოვნიკმა სიმდიდრე დააგროვა. ალბათ ამ საკითხს სპეციალური გამოკვლევა დასჭირდება და ამის შემდეგ შეიძლება უფრო კონკრეტული პასუხის გაცემა, იყო თუ არა “შავი ჭირის” დროს გამდიდრების ფაქტი,” – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საკითხი ეხება ,,კურიერი P.S.-ის” ინფორმაციას, რომელიც გიორგი გახარიას, მის გადაწყვეტილებებსა და ქონებას ეხება. მოპოვებულ დოკუმენტებში საუბარია ექსპრემიერისა და მისი ოჯახის შემოსავლებზე, ქონებრივ დეკლარაციებსა და პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვებისგან თავის არიდების ფაქტებზე.
ირკვევა, რომ გახარიას ოჯახმა, პარიზში ბინა დაახლოებით ნახევარ მილიონ ევროდ იყიდა. მოგვიანებით, ქონებრივ დეკლარაციებში გამოჩნდა ჩხოროწყუში მიწის ნაკვეთებიც, სახლები ამაღლების ქუჩასა და წავკისში კი, მოგვიანებით, ოფიციალურ დოკუმენტებში აღარ ფიქსირდება.