ჩარლი კირკის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იუტა ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ CNN-ს უნივერსიტეტის წარმომადგენელმა განუცხადა.
ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტში სტუდენტური ჯგუფის მიერ იყო მიწვეული, სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მას დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით მდებარე კამპუსის შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს.
„ის დაიჭრა და ადგილიდან უსაფრთხოების სამსახურმა გაიყვანა. კამპუსის პოლიცია იძიებს საქმეს, ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია“, – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.