ახალციხეში 13 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა
ახალციხეში, საბარგო სადგურის ტერიტორიაზე 13 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, სადაც მას გამოკვლევები უტარდება.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.