“აუცილებელია სიფრთხილე ისეთი ნეგატიური მოვლენების მიმართ, როგორიცაა წყალდიდობა, მეწყერი, მეხის ჩამოვარდნა და ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებები” – მეტეოროლოგი
“ბოლო შეფასებით, 12 სექტემბრამდე დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან დროგამოშვებით იწვიმებს. შესაძლებელია ძლიერად, ძლიერი ელჭექით, ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის ქარი”, – ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.
“მოსალოდნელი ძლიერი წვიმისა და ელჭექის გამო, სიფრთხილე აუცილებელია ისეთი ნეგატიური მოვლენების მიმართ, როგორიცაა – წყალდიდობა, მეწყერი, მეხის ჩამოვარდნა და ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებები”, – წერს მეტეოროლოგი.