ფიცო 5 სექტემბერს ზელენსკის შეხვდება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ პარასკევს, 5 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
„ხუთშაბათს საღამოს პეკინიდან დაბრუნების შემდეგ, პარასკევს აღმოსავლეთ სლოვაკეთში გადავალ, რათა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შევხვდე“, – აღნიშნა ფიცომ თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.