ისრაელი IPC-ის ანგარიშს ყალბს და მიკერძოებულს უწოდებს

ისრაელი აცხადებს, რომ „კატეგორიულად უარყოფს“ IPC-ის უახლესი ანგარიშის დასკვნებს ღაზას ქალაქში შიმშილობის შესახებ და მას “ჰამასის” ყალბი კამპანიისთვის სპეციალურად შეკერილ ანგარიშს“ უწოდებს.

ისრაელი ორგანიზაციას საკუთარი წესების დამახინჯებასა და საკუთარი კრიტერიუმების უგულებელყოფაში სდებს ბრალს იმისთვის, რომ ისრაელის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებები წაეყენებინა.

დახმარების გაწევაზე პასუხისმგებელი სამხედრო ორგანოს, ტერიტორიებზე მთავრობის საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის (Cogat) პასუხში ნათქვამია, რომ „ანგარიში ყალბია და ეყრდნობა ნაწილობრივ, მიკერძოებულ მონაცემებსა და ზედაპირულ ინფორმაციას, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასიდან“ მომდინარეობს“.

„ომის დროს IPC-ის მიერ ღაზასთან დაკავშირებით გაკეთებული ყველა პროგნოზი უსაფუძვლო და სრულიად მცდარი აღმოჩნდა. ეს შეფასებაც პოლიტიკური დოკუმენტების საზიზღარ ნაგვის ურნაში მოხვდება.

ამჯერად IPC-მ შეცვალა საკუთარი გლობალური სტანდარტი, შიმშილის წინაშე მყოფთა ზღვარი 30%-დან 15%-მდე შეამცირა და სრულიად უგულებელყო მეორე კრიტერიუმი – სიკვდილიანობის მაჩვენებელი“,- ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ანგარიშის თანახმად, არასრულფასოვანი კვება საფრთხეს უქმნის ხუთ წლამდე ასაკის 132 000 ბავშვის სიცოცხლეს და აღნიშნავს, რომ ისინი, სავარაუდოდ, მწვავე არასრულფასოვანი კვების მსხვერპლნი გახდებიან.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები