დასავლეთ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური მედუზების გამო დაიხურა
ფრანგული ატომური კომპანია EDF-ის ცნობით, ჩრდილოეთ საფრანგეთში, გრაველინის ატომურ ელექტროსადგურზე სამი რეაქტორი ავტომატურად გაითიშა მას შემდეგ, რაც სატუმბი სადგურების ფილტრის ბარაბნები მედუზებით გაივსო.
კომპანიის განცხადებით, ინციდენტი საფრთხეს არ წარმოადგენს და რადიოაქტიური გაჟონვა არ დაფიქსირებულა. EDF-ის ინფორმაციით, რეაქტორების გამორთვა სადგურის დამცავი სისტემების ავტომატური რეაგირების შედეგი იყო.
სადგური, რომელიც 5,4 გიგავატით ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ატომური ენერგობლოკია, ზღვის წყალს იყენებს გაგრილების სისტემაში, რის გამოც ზღვის ფაუნის მსგავსი შემთხვევები პერიოდულად ტექნიკურ შეფერხებებს იწვევს.
რეაქტორების ჩართვა 14 აგვისტოს იგეგმება.