„ნუ ენდობი პუტინს“ – სტარმერმა ტრამპი გააფრთხილა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააფრთხილა, რომ რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს არ ენდოს.

ამის შესახებ RBC-Ukraine The Telegraph-ზე დაყრდნობით იუწყება.

კითხვაზე, მიიჩნევდა თუ არა სტარმერი პუტინს სანდოდ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „არასდროს ენდოთ პრეზიდენტ პუტინს, ჩვენ ცხადია, მხარს დავუჭერთ უკრაინას“.

მანვე დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს ტრამპს და ევროპულ ქვეყნებს, როდესაც პუტინთან მოლაპარაკებები დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები