თინათინ რუხაძე: ელდარ შენგელაიამ ისეთი მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს, რომელიც არასდროს დამთავრდება

,,უდიდესი დანაკარგია ქართული კულტურისთვის, მაგრამ ელდარ შენგელაიამ ისეთი მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს, რომელიც არასდროს არ დამთავრდება”,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ განაცხადა, რომელიც სიონის საკათედრო ტაძარში ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მისივე თქმით, შენგელაია ქართული სიკეთის მოციქული იყო.

„ყველაფერი კარგი როდისმე მთავრდება, მაგრამ ჩვენთვის უზარმაზარი დანაკარგია ადამიანურადაც ელდარ შენგელაია და რასაკვირველია, უდიდესი დანაკარგია ქართული კულტურისთვის. მაგრამ ელდარ შენგელაიამ ისეთი მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს, რომელიც არასდროს არ დამთავრდება და ის არასდროს მიატოვებს ამ ქვეყანას. ის იყო აბსოლუტურად ქართული, სიკეთის მოციქული იყო და მე მგონია, რომ ეს არის დიდი ბედნიერება, რომ ჩვენ გვხვდა წილად, მისი თანამედროვეები ვყოფილიყავით“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

ცნობისთვის, ლეგენდარული კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში 7 აგვისტოს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები