ტრამპი: ენერგომატარებლების გაიაფება ომს შეაჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი შემცირება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აიძულებს, უკრაინაში ომი შეაჩეროს.

ტრამპის თქმით, დასავლეთმა უნდა იმოქმედოს “ეკონომიკური ზეწოლის” გზით და გამოიყენოს ბაზრის მექანიზმები, რათა მოსკოვს ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავალი შეუმცირდეს.

„ენერგომატარებლების ფასები მნიშვნელოვნად თუ შემცირდება, პუტინი ადამიანების მკვლელობას შეწყვეტს. ენერგომატარებლების ფასი ბარელზე კიდევ ათი დოლარით თუ შემცირდება, მას სხვა არჩევანი არ დარჩება, რადგან მისი ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია”,- განაცხადა ტრამპმა.

როგორც უცხოური მედია წერს, ტრამპმა პუტინის მიმართ მოთმინება დაკარგა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტას ან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები