რუსეთის მიერ დრონების და ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შედეგად, კიევში, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა,- ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის ხელისუფლების ცნობით, დრონის ნამსხვრევები შევჩენკოვსკის ცენტრალურ რაიონში საცხოვრებელი კორპუსის სახურავს შეეჯახა.
მანამდე, სამშაბათს ღამით უკრაინამ რუსეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა, მას შემდეგ, რაც 728 დრონი და 13 ფრთოსანი ან ბალისტიკური რაკეტა ქვეყნის მასშტაბით ქალაქებს რამდენიმე ტალღით დაესხა თავს.
ამასთან, დონეცკის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ადმინისტრაციული შენობა კი დანგრეულია. თავდასხმამ ასევე დააზიანა ინფრასტრუქტურა და 21 სახლი.
რუსეთის სამხედრო ძალებს ბოლო თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.