“ილიაუნში” მომხდარი საზარელი შემთხვევის შემსწრე სტუდენტი მომხდარის შესახებ დეტალებს ახმაურებს

როგორც ერთ-ერთი სტუდენტი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, მაკა წივწივაძეს ყოფილმა ქმარმა უნივერსიტეტში აღელვებულ მდგომარეობაში მიაკითხა, აუდიტორიიდან გაიყვანა და ესროლა, ასევე არსებული ინფორმაციით, გასროლამდე ის ლექტორს მუქარისშემცველ სმს-შეტყობინებებს უგზავნიდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მაკა წივწივაძე მეორე ქორწინებაში იყო, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან მეორე, ყოფილმა ქმარმა ესროლა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მაკა წივწივაძე ორსულად იყო.
შეგახსენებთ, რომ ილიაუნიში საზარელი შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ყოფილმა მეუღლემ ილიაუნის ინგლისურის ენის ლექტორს მაკა წიწვიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. დაჭრილ ქალბატონს ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები