ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლის – ,,ჯაყოს ხიზნების” საპრემიერო ჩვენება გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თოჯინების სახლში რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის, “ჯაყოს ხიზნების” საპრემიერო ჩვენება გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯავახიშვილის რომანის ახლებური ვერსია საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში შემავალი ოთხი თეატრის ერთობლივი წარმოდგენაა. სპექტაკლზე შემოქმედებითი ჯგუფი 2024 წელს ლევილის მამულში მუშაობდა.
წარმოდგენაში მონაწილეობენ თბილისის, ბორჯომის, ახალციხისა და ქუთაისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების მსახიობები: დავით ბერიძე, აბელ სოსელია, მარიამ ლომიძე, თეა კიწმარიშვილი, თათია ბაქრაძე, რამონა მიქელაძე, მიხეილ ბერიძე, ოთარ ფადარაშვილი.
მუსიკალური და მხატვრული გაფორმება ნიკოლოზ საბაშვილს ეკუთვნის.
პრემიერას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.