დაცული ტერიტორიების სააგენტო ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე  – HONG KONG INTERNATIONAL TRAVEL EXPO იყო წარმოდგენილი

დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე  – HONG KONG INTERNATIONAL TRAVEL EXPO იყო წარმოდგენილი.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ სტენდზე დამთვალიერებელს საქართველოს ეროვნული პარკების ეკოტურისტული და სათავგადასავლო მიმართულება, უნიკალური ბიომრავალფეროვნება შესაბამისი ვიზუალური და ტექსტუალური მასალებით გააცნო. ვირტუალური სათვალეების საშუალებით, გამოფენის სტუმრები საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ეცნობოდნენ. საქართველოს ეროვნული პარკების და სათავგადასავლო მიმართულებების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა.

საქართველოს დაცული ტერიტორიების ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგენა მნიშვნელოვანია ახალი ტურისტული სეგმენტის დაინტერესების და ვიზიტორთა ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2025 წლის 5 თვეში, 2024 წელთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ჩინეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები