„ჯორჯიან ეარვეისი“ – 16 და 17 ივნისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებულია, მგზავრებს ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო მგზავრებს მიმართავს.
„გაცნობებთ, რომ 16 და 17 ივნისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გაუქმებულია. მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას.
ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას.
„ჯორჯიან ეარვეისი“, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.