ყაზბეგის ქუჩაზე აუზის სახურავი ჩამოინგრა
ყაზბეგის გამზირზე, გამთენიისას, საცურაო აუზის სახურავი ჩამოინგრა. სახურავის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაწესებულების მეპატრონე ზურაბ ბუბაშვილი კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებს. მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აუზს ბზარები ჰქონდა გაჩენილი. ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ობიექტი სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიხსნება.
“სახურავი მსუბუქი პლასტმასებით იყო გადახურული და ის ჩამოიშალა. ამის გამო აუზი ერთი კვირა დავკეტეთ და სარემონტო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, თუმცა, შეკეთება ვერ მოვასწარით და ჩამოიშალა”,- განაცხადა ზურაბ ბუბაშვილმა.