საგარეო უწყება: ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

საგარეო უწყება რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ხაზს უსვამს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას.

„ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას სიტუაციის დე-ესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები