მახაშვილი – გვარამიაზე: დასანანია, რომ ისიც და მისი კოლეგებიც აგრძელებენ კანონის უგულებელყოფას და ბოიკოტს უცხადებენ, უპირველესად, საზოგადოებას
,,ქართული ოცნების” წევრი ლევან მახაშვილი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის,
ნიკა გვარამიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას გამოეხმაურა.
“უპირველესად, დასანანია, რომ ისიც და მისი კოლეგებიც აგრძელებენ კანონის უგულებელყოფას და ბოიკოტს უცხადებენ, უპირველესად, საზოგადოებას, რომელსაც არაერთ თემასთან დაკავშირებით აქვს მათდამი კითხვები. დასანანია, რომ აგრძელებენ ასეთ ბოიკოტს, სრულიად გაუგებარ პროცესს. აქ რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, არის ის, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაულები და ახლა ცდილობენ, რომ ამ დანაშაულებიდან რაიმე პოლიტიკური სარგებელი დაიწერონ და ამ გზით, სწორედ ამას უკავშირდება ეს ერთგვარი პოლიტიკური თამაშები,” – აცხადებს ლევან მახაშვილი.