შიდა ქართლში 400 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლში, სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიაზე ტირიფონის მაგისტრალური სარწყავი არხის 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც დაახლოებით 400 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურებას გააუმჯობესებს.

საირიგაციო არხი მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალისა და კვარხეთის მოსახლეობას ემსახურება.

სამუშაოებს კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, წყალუზრუნველყოფა 11,870 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები