შალვა პაპუაშვილი: ვართ ლიდერები ეკონომიკური ზრდის ტემპით
„ეს აჩვენებს, თუ რამდენად მდგრადი არის ჩვენი სახელისუფლებო გადაწყვეტილებები ეკონომიკის მიმართულებით იმ პირობებში, როდესაც საქართველო არის გარე და შიდა დარტყმების ობიექტი,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ვხედავთ, რომ პირდაპირ ხდება საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსება, წახალისება, მხარდაჭერა. ამ პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ ვართ ლიდერები ეკონომიკური ზრდის ტემპით. ეს ბევრ რამესთან ერთად ერთ რამეს აჩვენებს – ამ ექსტრემიზმის მიმართ, რომელიც უცხოეთიდან არის დაფინანსებული, არანაირი ემპათია ქართულ ბიზნესს და ქართველ ხალხს არ აქვს. არის საქართველო, რომელიც მიდის თავისი კურსით და არიან ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, რომ ზიანი მიაყენონ [ქვეყანას], თუმცა, ვხედავთ, რომ არ გამოსდით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.